"ერთად ევროპაში" - პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შიდა ქართლიდანაც უერთდებიან

გამოქვეყნდა:

დედაქალაქში დაგეგმილ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ამ წუთებში შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აქციაზე წასასვლელად ემზადება. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

"ნორმალური საქართველო გვინდა. ევროპისკენ გვინდა გზა. უნდა წავიდეს ეს მთავრობა, არაფერი კარგი არ გაუკეთა ხალხს, ცუდის მეტი არაფერი ხდება. გზა ევროპისკენ და თავისუფლება მიშას და ნიკა გვარამიას, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, აქცია თბილისში 17:00 საათზე გაიმართება. შეკრების ორგანიზატორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, თუმცა აქციას სხვა პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება და ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი