
"ერთად ევროპაში" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე დაიწყო. აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ტარდება. მას უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და პოლიტიკური პატიმრების, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის, ასევე 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაა.
აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც.