საქართველოში დასაქმების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის ოთხჯერ, 160%-ით გაიზარდა, - მონაცემებს რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რუსი მუშახელის მასობრივი მოზიდვის მხრივ საქართველო მესამე ადგილზეა. სიაში ყაზახეთი ლიდერობს, რომელსაც რეიტინგში ბელარუსი მოჰყვება. ქვეყანაში 2023 წლის პირველ კვარტალში რუსი მუშახელის 9 ათასზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა.
"რაღაცნაირად თავი უნდა გავიტანოთ..." - ამბობენ რუსეთის მოქალაქეები "მთავარ არხთან".
სპეციალისტების აზრით, გაზრდილი ციფრები ეკონომიკურ ჭრილში საფრთხეს არ შეიცავს, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ 160%-ით გაზრდილი მონაცემები შედეგია იმისა, რომ საქართველო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.
საქართველოში მყოფი რუსები ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა საქართველოში მართლაც სამუშაოს საშოვნელად მას შემდეგ ჩამოვიდნენ, რაც რუსეთში დასავლური სანქციები ამოქმედდა.