უკვე მეორე დღეა, ჰამბურგში, როტენბურგსორტის ინდუსტრიულ უბანში მდებარე ერთ-ერთ საწყობში, ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. მეხანძრე-მაშველები გარკვეულ კერებთან მიახლოებას ვერ ახერხებენ, შესაბამისად, ცეცხლის ჩაქრობა უჭირთ.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწყობში არსებულ რამდენიმე კონტეინერს მოედო, რომელშიც აალებადი სითხე ინახებოდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახური მოსახლეობას ტოქსიკური კვამლის შესახებ აფრთხილებს და ამბობს, რომ ხანძრისგან გამოწვეული კვამლი, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებებს შეიცავდეს.
ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება და მასში 200-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული.
იხილეთ ასევე: