რუსულ რეიტინგში საქართველო პირველ სამეულში შედის. ყაზახეთისა და ბელარუსის შემდეგ ჩვენი ყვეყანა ყველაზე მიმზიდველია რუსი მიგრანტებისთვის, რომლებიც აქ სამუშაოდ და ბიზნესისთვის ჩამოდიან.
შარშანდელთან შედარებით თითქმის გაორმაგების ზღვარზეა მისული დასაქმების მსურველთა რაოდენობა. ბიზნესი კი რომელსაც რუსი მიგრანტები აწარმოებენ სულ უფრო მასშტაბური ხდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლების ეკონომიკური და საერთაშორისო პოლიტიკის შედეგია და რეალურად ეს პოლიტიკა გვაშორებს დასავლეთს და გვაახლოვებს რუსეთთან.