
ამ დრომდე არ არსებობს მერიის შესაბამის ნებართვა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან დაჩქარებული წესით სკვერის მოწყობას და ტერიტორიის რკინის ჯებირით შემოღობვას შეეხებოდა. არ გამოცხადებულა არც შესაბამისი ტენდერი. ოპოზიცია საკითხის დასმას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აპირებს.
ქართული ოცნების დეპუტატებს კი უჭირთ პასუხის გაცემა - რა მიზანს ემსახურება ეს სკვერი და რკინის ჯებირი.
რამდენი ადამიანის მობილიზებაც შეუძლია ნაციონალურ მოძრობას კეზერაშვილის და მერაბიშვილის ფინანსებით, იმდენი ადამიანის ადგილი კანცელარიაში კი არა, შეიძლება ჩემ სახლშიც აღმოჩნდეს - ამბობს "ოცნების" საკრებულოს დეპუტატი ლადო ბოჟაძე
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის წინ 7 აპრილს მერიამ მოულოდნელად სკვერის მოწყობა დაიწყო, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია შემოღობა. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მიმდინარე სამუშაოები 21 წლის დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას უკავშირდებოდა, რომელიც ერთი კვირით ადრე დაიგეგმა და სწორედ კანცელარიასთან უნდა გამართულიყო. აქციის ლოკაცია მოგვიანებით შეიცვალა და შაბათს, 8 აპრილს ის პარლამენტთან გაიმართა.
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ენმ-ის წევრები, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელობის სკვერის მოწყობის საკითხსაც დააყენებენ.
ავტორი: ნინიკო გიგაური