"ქართული მხარე ყოველ ახალ კონტაქტზე ახალ პირობებს აყენებს" | გოშევსკა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებაზე

გამოქვეყნდა:

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილის, მალგოჟატა გოშევსკას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით ყველა პირობა დაკმაყოფილებულია, თუმცა ქართული მხარე  ყოველ ახალ კონტაქტზე ახალ პირობებს აყენებს.

"პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის სახელი ყველამ იცის, მან თქვენი ქვეყნისთვის უამრავი რამ გააკეთა და სწორედ ამიტომ დაიმსახურა ეს მნიშვნელოვანი ჯილდოც. ახლა კი პოლონური კლინიკა საქართველოს ჯანდაცვასთან  არკვევს  ვინ იქნება კომისიაში. საქართველოს მხარე ყოველ ახალ კონტაქტზე ახალ პირობებს აყენებს. ამ წუთისთვის ჩვენ ყველა პირობა დავაკმაყოფილეთ. იმედი მაქვს, რომ ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ხვალ ჩვენი სამედიცინო კომისია გაემგზავრება და შეამოწმებს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მინდა მჯეროდეს, რომ პოლონელი ექიმების ობიექტური შეფასებას გაითვალისწინებს და პატივს სცემს ქართული მხარე, თუ ეს შეფასება იქნება ის, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობა საფრთხეშია და საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას აუცილებლად იქნება საშუალება,  რომ ეს მკურნალობა ჩატარდეს პოლონურ კლინიკაში. მინდა მჯეროდეს საქართველოს მთავრობის მთავრობის კეთილი განზრახვის", - ამბობს მალგოჟატა გოშევსკა.

შეგახსენებთ, 16 მარტს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო, თუმცა პოლონელი ექიმებს კლინიკაში შესვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ მიეცათ. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის ჩამოვლენ ექიმები საქართველოში 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი