
რუსი ტერორისტები უნდა განიდევნონ უკრაინიდან და გაეროდან - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აგრესორების მიერ, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ.
"აბსურდია, რომ რუსეთი, რომელიც ISIS-ზე უარესია, ხელმძღვანელობს გაეროს უშიშროების საბჭოს. რუსი ტერორისტები უნდა განიდევნონ უკრაინიდან და გაეროდან...", - წერს კულება ტვიტერზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა აგოს პასუხი თავის დანაშაულებზე.
ცნობისთვის, 11 აპრილის საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს , რომ რუსი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცს დანით თავს აჭრიან.
იხილეთ ასევე: