
"გულაგების სისტემის შემქმნელისთვის და ადამიანის წამებაზე და ღირსების აყრაზე დაფუძნებული სახელმწიფო მანქანის შემქმნელისთვის, ადამიანის უფლებების მიმართულებაში ნებისმიერი ჯილდოს გადაცემა, ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილის გულაგების სისტემის მსხვერპლების დაცინვა. ამას სხვა შეფასებას, გარდა იმისა, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლების დაცინვა, მე ვერ მივცემ და ძალიან სამწუხაროა".
თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელსაც დღეს პოლონეთი თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს გადასცემს.