
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 12 აპრილს პოლონეთი თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს გადასცემს. "პრომეთეს ჯილდო" ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა.
ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ცერემონიალზე პოლონეთის ხელისუფლება უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.
პოლონეთში იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი.