მმართველი გუნდი კონგრესმენების მწვავე წერილს შემაშფოთებლად არ მიიჩნევს

გამოქვეყნდა:

მწვავე გზავნილები დასავლეთიდან უკვე ერთიანი საგარეო პოზიციის ნაწილი გახდა, რომელიც ქვეყნის იმიჯს აზარალებს. ექსპერტების შეფასებით, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სტრატეგიული პარტნიორების ტონი უფრო და უფრო კრიტიკული ხდება. 

მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდის წევრებმა ამერიკელი კონგრესმენების წერილში, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქადაა მოხსენიებული, ივანიშვილის გვარი საერთოდ ვერ ამოიკითხეს.

მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, კონგრესმენების წერილში შემაშფოთებელი არაფერი თქმულა, ივანიშვილი კი არა ოლიგარქი, არამედ დემოკრატიის განვითარების გარანტია.

რაც შეეხება ქვეყნის პრემიერმინისტრს, გახარია დარწმუნებულია, რომ აშშ-0სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება და აღნიშნული წერილი მხოლოდ რამდენიმე კონგრესმენის პირადი მოსაზრებაა.

ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არიან სხვადასხვა... იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივი არსებობს და მე, რა თქმა უნდა, ამშიდა სფეროებში არ ჩავერევი, - განმარტა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს ექვსმა კონკრესმენმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მწვავე წერილი მიწერა, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული, რომელიც ცდილობს, ქვეყნიდან გაიყვანოს ამერიკული ბიზნესები რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების სასარგებლოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი