შეძრწუნებული ვარ, ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი - ზურაბიშვილი უკრაინაში გავრცელებულ ვიდეოებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადაც რუსი სამხედროების მორიგი სისასტიკეა ასახული და ჩანს, რომ აგრესორები უკრაინის დამცველს თავს კვეთენ: 

"შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული.
კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. 
საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!" წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე"

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ორი ვიდეო გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია რუსების მიერ უკრაინელი სამხედროების მკვლელობა. [დეტალები]

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი