შსს-ში გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, "ტოიოტა ვიტსის" ერთ-ერთი მგზავრია დაბარებული

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვების სერია გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ, საგამოძიებო უწყებაში საბედისწერო ღამის კიდევ ერთი ფიგურანტი დაიბარეს. ჯერჯერობით უცნობია, რა შეკითხვები აქვს გამოძიებას და რომელ ეპიზოდს ეხება საქმე. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გამომძიებლების შეკითხვებს, სავარაუდოდ  ''ტოიოტა ვიტსის'' ერთ-ერთი მგზავრი პასუხობს. ეს ავტომობილი 19 ივნისის ღამეს ავტობანზე გადაადგილდებოდა და სათვალთვალო კამერებმა არაგვის ხიდის მიმდებარედ დააფიქსირეს.

დაკითხვაზე დაბარებული პირი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება. ცნობითვის, 27 ივლისს
11 ბრალდებული შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი