"სტრატეგია აღმაშენებელმა" საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

გამოქვეყნდა:

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო “სტრატეგია აღმაშენებელმაც". პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე დასახელდა. ვაშაძემ საზოგადოებას პლატფორმის ხუთი მთავარი დაპირება გააცნო. იგი ხალხს 300 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნას, ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრებას, ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბრიდან 36-40%-მდე სესხის პროცენტის სრულად ჩამოწერას, 2021 წლიდან წამლების მინიმუმ 30%-ით გაიაფებას და 1 მილიონ ლარზე ნაკლები ბრუნვის მქონე ბიზნესის დღგ-სგან გათავისუფლებას დაპირდა. 

ჩემი არჩევის შემთხვევაში საქართველოს ეყოლება პრემიერ მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ პრეზენტაციაზე. 

დღესვე წარადგინეს პოლიტიკური გაერთიანების რამდენიმე სახეც.

შეგახსენებეთ, რომ ერთიანი პოლიტიკური ბლოკი "სტრატეგია აღმაშენებელი" რამდენიმე დღის წინ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა დააარსეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი