ვცდილობთ პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიყვანოთ საქართველოდან, რომ მკურნალობის საშუალება მიეცეს - პოლონეთის ვიცე-პრემიერი

გამოქვეყნდა:

პოლონეთი მზადაა ჰუმანიტარული მიზნებით ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაში - განცხადებას "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლონეთის ვიცე-პრემიერი, იაცეკ საშინი აკეთებს, რომელსაც ასევე გადაეცა "პრომეთეს" ჯილდო.

"ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ძალიან ბევრი პოლონელი დაინტერესებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. გვახსოვს რა ურთიერთობაში იყო ლეხ კაჩინსკისთან. გვახსოვს როგორი კარგი დამოკიდებულება და დიდი სიმპათია აქვს პოლონეთისა და პოლონელების მიმართ. არის ჩვენთვის ახლობელი. არის ადამიანი, რომლითაც დაინტერესებული ვართ და დღეს ძალიან ბევრი პოლონელი პოლიტიკოსი გამოდის საერთაშორისო არენაზე ამ საკითხით. ვცდილობთ, გამოვიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოდან, რომ მიეცეს მკურნალობის საშუალება. ვთავაზობთ მკურნალობას პოლონეთში. მზად ვართ, ნებისმიერ წუთს მივიღოთ და გავაკეთოთ ყველაფერი მისი ჯანმრთელობისთვის. პარლამენტარები და სხვადასხვა პოლიტიკოსები გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, რათა ვილაპარაკოთ ამ პრობლემაზე",- ამბობს იაცეკ საშინი. 

ცნობისთვის, განცხადება ვიცე-პრემიერმა იმ საზეიმო ღონისძიების შემდეგ გააკეთა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოთი დაჯილდოვდა, პრიზი გული ალასანიამ ჩაიბარა. 
 

დღეს კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ პოლონელ პოლიტიკოსებთან ერთად, პატივი მიაგეს სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას. 

ქალაქ სმოლენსკთან პოლონეთის სამთავრობო ავიალაინერი 13 წლის წინ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფისას ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. 
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი