საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს სახელობის ჯილდო გადასცა.
უმაღლესი რანგის ჯილდოთი მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.
ცერემონიალი ვარშავაში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. მას მესამე პრეზიდენტის დედა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ასევე უკრაინისა და საფრანგეთის დელეგაციები და პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ჩატარების ადგილას სიმბოლურად გამოფენილია ე.წ. პიჯაკების საქმის ის დეტალები, რომელიც მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ბრალდების საქმეში დევს.
მიხეილ სააკაშვილის გარდა, პოლონეთის უმაღლესი ჯილდო დღეს პოლონეთის ვიცე-პრემიერსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრსაც გადაეცათ.