"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ნატალი ჯახუტაშვილის საქმე, რომელსაც ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა, ომბუდსმენის თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-8 ყოველწლიური ანგარიშში მოხვდა.
2023 წლის 11 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-8 ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას საქმეც მოხვდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი მედიის წარმომადგენელთა დაცულობის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს აკვირდებოდა. საგანგაშოა ჟურნალისტების მიმართ გამოკვეთილი მტრული გარემო, ასევე, ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ მათი საქმიანობისთვის ხელშეშლის, შრომითი უფლებების დარღვევის და მათი მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან.
"პრობლემური იყო 2022 წლის 25 ივლისს, პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართვაც, ნატალი ჯახუტაშვილის მიმართ.122 გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, მოახდინოს რეაგირება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ქცევის წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად, ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები ჯერჯერობით არ აურჩევიათ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აირჩევენ ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეებს, საბჭო შეუდგება საკითხების ეტაპობრივად განხილვას" - წერია ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა". კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა: "ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე... ნუ დაემსგავსე შენს ბელადს".
კობახიძემ შეურაცხყოფა გააგრძელა - სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, ყბა აუკანკალდა, პირზე დუჟი მოადგა - კობახიძე "მთავარის" ჟურნალისტს ისევ თავს ესხმის.
იხილეთ ასევე: