მჯერა იმ შედეგების, რომლებიც მივიღეთ პირველად გერმანიიდან, შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან - ალასანია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა "ვივა მედში" დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ისევ აქვს მაღალი ტემპერატურა და ძირითადად წევს, რადგან გადაადგილება უჭირს. 

ალასანიამ უპასუხა კითხვას კლინიკური დირექტორის განცხადებაზეც, რომლის მტკიცებითაც, გერმანიის ლაბორატორიიდან მიიღებს პასუხი და მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ.

"ჰორიზონტალურ მდგომარეობაში [დამხვდა], მითხრა რომ გუშინ 37.5 ჰქონდა დღეს, მაგრამ შემდეგ 38-ზე ავიდა სიცხე. მე მჯერა იმ შედეგების, რომლებიც ჩვენ მივიღეთ პირველად გერმანიიდან, და შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან. ის ჩემთვის უფრო დამაჯერებელია. ჯერ ერთი ისიც არ ვიცი ზუსტად გააგზავნეს თუ არა, იმდენად არ მაქვს ნდობა უკვე არავის, მართალი გითხრათ, ვერაფერ ვერ გეტყვით", -  თქვა ალასანიამ. 

ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის  ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია. იხილეთ ასევე: 

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი