1 საათსა და 10 წუთში შეცვლილი გადაწყვეტილება და ორი შეტყობინება ევროპარლამენტარებს - გადადებულ ვიზიტზე, ზურაბიშვილი დუმს

გამოქვეყნდა:

24 საათზე მეტია პრეზიდენტი დუმს - სალომე ზურაბიშვილი ვერ ამბობს, რატომ აღარ მიდის ევროპარლამენტში, სადაც მისი თქმით საქართველოს მოქალაქეების ხმა უნდა ყოფილიყო. ზურაბიშვილის ვიზიტი მოულოდნელად გაუქმდა. 

თბილისის დროით, 14 საათსა და 30 წუთზე ევროპარლამენტარებს მისდით მეილი და დღის წესრიგი, სადაც სალომე ზურაბიშვილის ნახევარსაათიანი სპეციალური მიმართვაა გათვალისწინებული. საათსა და 10 წუთში, ანუ 15 საათზე და 40 წუთზე, ყველა დეპუტატის შეტყობინებაში მოდის მეორე მეილი, სადაც წერია რომ ზურაბიშვილმა ეს წუთია ვიზიტი გააუქმა და შესაბამისად დღის წესრიგიც შეიცვალა.

ვიზიტის გაუქმება და პრეზიდენტის მიერ გამოცემული პატიმრების შეწყალების აქტი ერთმანეთს დროში სრული სიზუსტით ემთხვევა.

რა მოხდა? რატომ გაუქმდა ვიზიტი ევროპარლამენტში ზუსტად იმ დროს როდესაც პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი მოაწერა?იწყალებდა თუ არა ნიკა გვარამიას სალომე ზურაბიშვილი? ახლა ეს მთავარი კითხვებია რომელსაც პრეზიდენტი არ პასუხობს. 

გუშინ ქვეყნის მთავარსარდალი ამბობდა რომ ვიზიტის ჩაშლაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა, რადგან გაგზავნილ მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღია, ამის საპირწონედ ღარიბაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა დოკუმენტი სადაც ვკითხულობთ რომ პრემიერმა პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობას ხელი მიმართვიდან მეორე დღესვე მოაწერა. ზურაბიშვილს ამის შემდეგ აღარაფერი უთქვამს.

ერთ ერთი ვერსიით სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის ნებას დაემორჩილა, ნიკა გვარამია არ შეიწყალა და ევროპარლამენტში ვერ წავიდა რადგან სათქმელიც არაფერი ჰქონდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი