როგორ გაუქმდა ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპარლამენტში | "მთავარმა" დოკუმენტები მოიპოვა

გამოქვეყნდა:

როგორ გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპარლამენტში - "მთავარმა არხმა" მოიპოვა ორი დოკუმენტი - ერთში ჩანს, როგორ და რომელ საათზე გაეგზავნათ ევროდეპუტატებს ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებ დღის წესრიგი, მეორეში კი უკვე გაუქმებულ ვიზიტზეა საუბარი. 

პირველი დოკუმენტი ევროპარლამენტარებს თბილისის დროით 14:30 საათზე გაეგზავნათ. დღის წესრიგში ეწერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით ადგილობრივი დროით 11:30 - 12:00 საათზე უნდა გამოსულიყო და მონაწილეობა დისკუსიაშიც უნდა მიეღო.

მეორე შეტყობინება კი, სადაც წერია, რომ ვიზიტი გაუქმდა - ევროპარლამენტარებს თბილისის დროით 15:40 საათზე მიუვიდათ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი