"ერთბაშად გადაწყდა რაღაც ახალი, ჩვენი გაფრთხილების გარეშე" - ოთარ ზურაბიშვილი წულუკიანისთვის მიწერილ საპროტესტო წერილზე

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანი ლევილის ისტორიული მამულის რეაბილიტაციას და მუზეუმად მოწყობას საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს გარეშე ახორციელებს. საპროტესტო წერილს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი აქვეყნებს.

ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი "მთავართან" სატელეფონო საუბარში  აღშფოთებას ვერ მალავს იმ ფაქტის გამო, რომ არც მუზეუმის კონცეფციისა და არც დაგეგმილი სამუშაოების შესახებ საქმის კურსში არავინ ჩააყენა სათვისტომო, რომელიც ლევილის მმართველი კომიტეტის შემადგენლობაშია და წესით ჩართული უნდა იყოს მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში. უყურადღებობის გარდა, როგორც ჩანს სათვისტომოს აღშფოთება თავად კულტურის სამინისტროს კონცეფციამაც გამოიწვია, რომელსაც ზურაბიშვილი "რედუქციულ და პროვინციულ ხედვას" უწოდებს. 

"ჩვეულებრივად იყო ჩატარებული კრებები კომიტეტში და ერთბაშად გადაწყდა რაღაც ახალი, ჩვენი გაფრთხილების გარეშე, ფაქტის წინაშე ვართ დამდგარი, რომ არის გაკეთებული ახალი კომიტეტი, რომელმაც უნდა იმსჯელოს ლევილის კონცეფციაზე, რაც არის ჩვენი მთავარი საზრუნავი. ძალიან უცნაურია, რომ ერთი ნაწილი, რომელიც უკვე ერთი საუკუნეა ფრანგულ მიწაზე არსებობს და დღეს წარმოადგენს შთამომავალს იმ ყველ აპოლიტიკური ძალის, რომელიც იყო ემიგრაციაში. და სწორედ ეს სათვისტომო არის გამორიცხული და ვერანაირ გადაწყვეტილებას და წილს ვერ შეიტანს ამ კომიტეტში" - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი

ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, ქრისტინე ფაღავა "მთავართან", ლევილის მამულის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ დაზიანებული სახურავი და კედლები. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი