"დედა, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, კარგად მომამზადე ციხის საკვებისთვის" - WSJ-ის დაპატიმრებული რეპორტიორის წერილი მშობლებს

გამოქვეყნდა:

Wall Street Journal-ის რეპორტიორი, რომელსაც რუსეთმა ჯაშუშობის ბრალი წაუყენა და დააპატიმრა, მშობლებს წერილს სწერს. ევან გერშკოვიჩი წერს, რომ "იმედს არ კარგავს"

"ვკითხულობ. ვვარჯიშობ და ვცდილობ ვწერო.” - წერს 5 აპრილით დათარიღებულ წერილში ჟურნალისტი. ის რუსული ციხის საკვებზეც წერს - "დედა, შენ, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, კარგად მომამზადე ციხის საკვებისთვის. საუზმეზე გვაჭმევენ ხორბალს ან შვრიას. ბავშვობა მახსენდება." - წერს ჟურნალისტი. 

რეპორტიორის მშობლები, ელა მილმანი და მიხაილ გერშკოვიჩი, აშშ-ში 1979 წელს, საბჭოთა კავშირიდან გაიქცნენ და ახლა ფილადელფიაში ცხოვრობენ.

The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მარტის ბოლოს დააკავეს. ის მასალას ამზადებდა პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია, "ვაგნერის" დაჯგუფების შესახებ. 

კრემლი მას ჯაშუშურ საქმიანობას ედავება. 7 აპრილს გერშკოვიჩს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი