პოლონეთისა და უნგრეთის მიერ, უკრაინული ხორბლის იმპორტის შეჩერება მიუღებელია - ევროკომისია

გამოქვეყნდა:

ევროკომისია უკრაინული ხორბლის იმპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას მიუღებელს უწოდებს. ევროკომისიის განცხადებით, სავაჭრო პოლიტიკის გატარება  ცალკეულ წევრ სახელმწიფოებზე არ არის დამოკიდებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცალმხრივ გადაწყვეტილებას ევროკომისია მხარს არ დაუჭერს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ზომებს მიიღებს პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ.

"ასეთ რთულ დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილების კოორდინირება და შეთანხმება მოხდეს ევროკავშირის ფარგლებში". - წერია ევროკომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, პოლონეთმა და უნგრეთმა გადაწყვიტეს, აკრძალონ მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი მეზობელი უკრაინიდან.

 პოლონეთისა და უნგრეთის მთავრობების განცხადებით, გადაწყვეტილება ადგილობრივი აგრარული სექტორის დასაცავად მიიღეს, მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მიწოდების ინტენსივობამ შეამცირა ფასები მთელ რეგიონში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი