
სლავიანსკში, კორპუსის ნანგრევებიდან დღეს კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს. მაშველებმა რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გარდაცვლილი ქალი იპოვე. შედეგად, რუსული სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლის რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.
„16 აპრილის 16:00 საათის მდგომარეობით, ნანგრევებიდან ამოიყვანეს გარდაცვლილი ქალის ცხედარი. ამ დროისთვის 153 ტონა დანგრეული შენობა-ნაგებობაა დაშლილი, სამუშაოები მიმდინარეობს. სულ ნაპოვნია 7 ადამიანის ცხედარი. 2 ადამიანი გადარჩა... ქალაქ სლავიანსკის დაბომბვისას, რომელიც 14 აპრილს მოხდა, დაშავდა 35 ადამიანი, მათგან 13 დაიღუპა“, - აცხადებენ მაშველები.
ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 2 ადამიანი იყოს მოყოლილი.
ერთი ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათის წინაც იპოვეს.
შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის საცხოვრებელი უბანი ოკუპანტებმა სულ მცირე შვიდი S-300 რაკეტით, 14 აპრილს დაბომბეს. ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ერთი კორპუსი თითქმის მთლიანად დაინგრა