სუდანში დაპირისპირებული მხარეები დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ მხარეები "გადაუდებელი ჰუმანიტარული მიზნებისთვის", დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვირას 16:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე იმოქმედებს.

ოთხსაათიანი ცეცხლის შეწყვეტის მიზანია დაჭრილებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია.

შეგახსენებთ, რომ სუდანის დედაქალაქ ხარტუმში არმიასა და გასამხედროებულ ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს. დაპირისპირებული მხარეები ძალაუფლებისთვის იბრძვიან. შეტაკებების შედეგად, დაღუპულია 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი