სუდანში საომარი მოქმედებების დროს 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

სუდანის არმიამ ქვეყანაში კონტროლის აღდგენის მიზნით, საჰაერო იერიში მიიტანეს გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალების ბაზაზე დედაქალაქ ხართუმთან ახლოს ქალაქ ომდურმანში,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შეტაკებების შედეგად ათობით მებრძოლი და სულ მცირე 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა 595 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს. დაპირისპირებული მხარეები ძალაუფლებისთვის იბრძვიან. გუშინ სუდანში სუდანის გასამხედროებულმა სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა (RSF) განაცხდეს, რომ მათ იღეს კონტროლი პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი