საუბარია, შუალედში მიეცეს თავისუფლება და შესაძლებლობა, ჯანმრთელობა აღიდგინოს - ალასანია სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი და ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. დღეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად "ვივა მედში" დედა, გიული ალასანია მივიდა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი "ჩონჩხად იქცა".

"არ ვიცი რა ხდება, შეტანილი გვაქვს ნამდვილად და ველოდებით, ნავალნის შემთხვევაში, თუ არ ვცდები 3 კვირა დასჭირდა და არ ვიცი ჩვენ შემთხვევაში როგორ იქნება. რომ გადაიტანონ და შემდეგ განიხილონ, შუალედში რომ მიეცეს თავისუფლება და შესაძლებლობა აღიდგინოს ჯანმრთელობა, ამაზეა ლაპარაკი ამ ეტაპზე, და ვნახოთ. ჯანმრთელობა, სიცხე არის, წნევა, ეს ყველაფერი არის, სისუსტე, უჭირს სიარული, ყველაფერი ძალაშია", - თქვა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი 11 აპრილს გაიგზავნა.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი