მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა - ინფორმაციას გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე პოლონეთიდან ავრცელებენ.
"დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი" - ამბობს გიული ალასანია.
საჩივრის დეტალებთან და შინაარსთან დაკავშირებით, დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, ისინი არ საუბრობენ.
ევროსასამართლოში საჩივარი გუშინ გაიგზავნა და ჩვენი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი ითხოვს მისი დარღვეული უფლებების აღდგენასა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასჯელის გადავადებას.
საჩივარზე დართულია სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ზუსტი თარიღი უცნობია.
სტრასბურგის გადაწყვეტილების დროები არ არის რეგულირებული, არ არის გაწერილი ზედმიწევნით. შესაძლებელია დასჭირდეს რამდენიმე საათი, შესაძლებელია რამდენიმე კვირა, ეს არის ძალიან რთული პროცესი - ამბობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე.