
ევროკავშირი კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების უკანონო აღკვეთას აკრიტიკებს და წერს, რომ რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება "აღმაშფოთებელი" და "პოლიტიკურად მოტივირებულია".
"რუსული სასამართლოს დღევანდელი, აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლო სისტემის პოლიტიკურ და ბოროტად გამოყენებას აქტივისტებზე, უფლებადამცველებსა და ნებისმიერ ხმაზე, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - თქვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა, ვინც რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებითაა დაკავებული.
შეგახსენებთ, პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი 2022 წლის 11 აპრილს დაიჭირეს.
უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ ის „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს და ბრალად დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
კარა-მურზა ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეა. ის იყო ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის უახლოესი თანაშემწე, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
ამავე თემაზე: