რუს ოპოზიციონერ აქტივისტ ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის კრიტიკას უკავშირდება.
კარა-მურზა ბრალდებებს უარყოფს და მის სასამართლო პროცესს საჯაროდ აკრიტიკებს. გასულ კვირას მოსკოვის სასამართლოში მან თქვა: "მე ხელს ვაწერ ყველა სიტყვას, რაც ვთქვი. არათუ არ ვნანობ ამას, არამედ ვამაყობ ამით".
შეგახსენებთ, პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი 2022 წლის 11 აპრილს დაიჭირეს.
უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ ის „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს და ბრალად დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
კარა-მურზა ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეა. ის იყო ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის უახლოესი თანაშემწე, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.