
ლატვია კარა-მურზას განაჩენის გამოტანაში მონაწილე 10 წუსს სანქციებს უწესებს და ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. გარდა ამისა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი ევროკავშირს რუსებისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
"ვგმობ უსამართლო და მკაცრ სასჯელს გამოჩენილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ, რომელიც რუსეთის სასამართლომ დღეს გამოაცხადა. გადავწყვიტე, სამოგზაურო აკრძალვა დავაწესო 10 რუსის წინააღმდეგ, რომლებიც ამ "ფიქტიურ საქმეში" მონაწილეობდნენ. მოვუწოდებ ევროკავშირსაც, დააწესოს სანქციები" - წერს რინკევიჩი.
შეგახსენებთ, პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი 2022 წლის 11 აპრილს დაიჭირეს.
უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ ის „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს და ბრალად დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
კარა-მურზა ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეა. ის იყო ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის უახლოესი თანაშემწე, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
იხილეთ ასევე: