"კარა-მურზა რუსეთის ხელისუფლების რეპრესიების კიდევ ერთი სამიზნეა" | აშშ-ის სახდეპი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები, რუსი ოპოზიციონერის ვლადიმერ კარა-მურზას განაჩენს გმობს, განცადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის რუსეთის ხელისუფლების რეპრესიების კიდევ ერთი სამიზნეა.

"კარა-მურზა არის რუსეთის ხელისუფლების რეპრესიების ბორბლის კიდევ ერთი სამიზნე. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას გაათავისუფლონ ბ-ნი კარა-მურზა, ისევე როგორც 400-ზე მეტი სხვა პოლიტპატიმარი რუსეთში", - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.

შეერთებულმა შტატებმა სოლიდარობა გამოუცხადა მას და ყველა რუსს, რომლებიც გისოსებს მიღმა იმყოფებოდნენ მათი ოპოზიციური შეხედულებების გამო - როგორიცაა ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი "და ბევრი სხვა, ვინც ემსახურება თავის ქვეყანას და თანამოქალაქეებს, რომლებმაც გადაიხადა მაღალი პირადი ფასი ადამიანის უფლებების დასაცავად, თავისი ფუნდამენტური თავისუფლებები".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი