
მოსკოვში, აშშ-ის ელჩმა, ლინ ტრეისიმმა, დღეს The Wall Street Journal-ის დაკავებული ჟურნალისტი ევან ჰერშკოვიჩი პირევალად მოინახულა. ამის უფლება მას დღეს პირველად მიეცა.
"დღეს ვეწვიე WSJ-ის კორესპონდენტს, ევან ჰერშკოვიჩს ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში - პირველად მოგვეცა წვდომა მას შემდეგ, რაც ის დააკავეს... ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ [რუსეთს] მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ", - წერს საელჩო Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით, 30 მარტს დააკავეს. ცივი ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.