წყალი და საკვები მიაწოდეს, ოცივე თანამშრომელი ერთადაა და უსაფრთხოდ - Geo Sky სუდანში დარჩენილებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს 30-მდე მოქალაქის ევაკუაცია სუდანიდან ჯერ ისევ ვერ ხერხდება. მეოთხე დღეა ადგილზე ჩარჩენილები სუდანის დედაქალაქში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ელოდებიან. სუდანში დარჩენილების უმეტესი ნაწილი იმ ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც ხარტუმიდან ფრენებს ასრულებდნენ, კერძოდ, "მაივეი ერალაინსის" და Geo Sky-ის.

საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაცია რთულია, ვინაიდან სამხედრო მოქმედებების გამო ადგილზე ინტერნეტის პრობლემაა.

"20 თანამშრომელია ჩვენი, ოცივე არის ერთად და არიან უსაფრთხოდ. თანამშრომლებს მიაწოდეს წყალი და საკვები პროდუქტი, სხვა მხრივ, იგივენაირად იმყოფებიან საცხოვრებელ ადგილას, ველოდებით, როდის მოხდება მხარეებს შორის მოლაპარაკება, რომ ცეცხლი შეწყდეს და უსაფრთხოების დერეფანი იყოს, რომ მოვახდინოთ ევაკუაცია. ყოველ 5-10 წუთში მაქვს კომუნიკაცია, როგორც ჩემთან აქვთ კომუნიკაცია, ასევე მათ ოჯახის წევრებთან", - ამბობს ლაშა კიკნაძე, Geo Sky-ის გენერალური დირექტორი.

სუდანში ჩარჩენილები გვიყვებიან, რომ ყველაფრის მიუხედავად საელჩო მათთან კავშირზე გასვლას ახერხებს, თუმცა გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი