მოსკოვის სასამართლომ WSJ-ის ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის სასამართლომ  Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩისთვის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლო დღეს, 18 აპრილს გაიმართა. 

გერშკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს სახით, 50 მილიონი რუბლი შესთავაზეს, რაც დაახლოებით 613 000 აშშ დოლარია, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა უარყო.

"ჩვენ სასამართლოს შევთავაზეთ განეხილა პრევენციული ზომები, რომელიც არ უკავშირდება [დაკავებული ჟურნალისტის] საზოგადოებისგან იზოლაციას, მათ შორის, შინაპატიმრობა, გარკვეული ქმედებების აკრძალვა ან 50 მილიონი რუბლის ღირებულების გირაო.

WSJ-ის მფლობელმა წარადგინა საგარანტიო წერილი, რომ თუ გერშკოვიჩი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდება, ისინი მზად არიან უზრუნველყონ თანხის გადახდა. თუმცა ჩვენი მოთხოვნა უარყვეს", - თქვა ადვოკატმა.

WSJ-ის ჟურნალისტი ეკატერინბურგში 29 მარტს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. WSJ გადაჭრით უარყოფს გერშკოვიჩისთვის წაყენებულ ბრალდებებს და მოითხოვს მის გათავისუფლებას.

გასულ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გერშკოვიჩი ოფიციალურად მიიჩნია რუსეთის მიერ "არამართებულად დაკავებულად" და რუსეთს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი