პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღდგომამდე ჩავიდა - რუსული ოპოზიციური მედია

გამოქვეყნდა:

რუსული ოპოზიციური გამოცემა, Agency სოციალურ ქსელებში და Telegram-ებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ ხერსონში და ლუგანსკის ოლქში წინა კვირას, ჯერ კიდევ აღდგომამდე შედგა. 

ჟურნალისტები ამ დასკვნამდე ვიდეოს გაანალიზების შემდეგ მივიდნენ, რომელიც პუტინის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს თუ როგორ აძლევს პუტინი იქ მყოფ ჯარისკაცებს ხატების ასლებს, შემდეგ კი მათ ეუბნება "ახლა აღდგომა იქნება არა?"

Agency წერს, რომ სააღდგომის ლიტურგიას 16 აპრილს პუტინიც ესწრებოდა. მისი პრესმდივნის, პესკოვის მტკიცებით კი პუტინი ოკუპირებულ რეგიონებში 17 აპრილს იმყოფებოდა. 

პესკოვმა პუტინის სიტყვებიც განმარტა: 

"ეს გუშინ იყო, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა როცა ჯარისკაცებს ხატები აჩუქა, მან თქვა რომ ახლა აღდგომა გვქონდა. მაგრამ, სინამდვილეში ფაქტი ის არის, რომ ჩვენ აღდგომას 40 დღის განმავლობაში აღვნიშნავთ და განსაკუთრებით აღდგომის კვირას. ეს უბრალოდ მცდარია. მათ ამოგლიჯეს ეს ფრაზა და მაშინვე დაიწყეს ისეთი ჰიპოთეზების შექმნა, რომელიც უბრალოდ არ არსებობს. ეს ვიზიტი გუშინ გაიმართა," - ამბობს პესკოვი. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო თითქმის იმ წამსვე წაიშალა და თავიდან აიტვირთა. ვიდეოში რომელიც საიტზე ახლა დევს, პუტინის მიერ ნათქვამი წინადადებიდან ამოღებულია ფრაზა "იქნება".

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსულ სამთავრობო მედიაში და კრემლის ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პუტინი ოკუპირებული ხერსონისა და ლუგანსკის ოლქში სამხედრო ბაზებზე იმყოფებოდა, სადაც იქ რუს ჯარისკაცებს შეხვდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი