რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ქალაქ ხერსონის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ვიზიტისას პუტინი პუტინი რუსეთის არმიის "დნეპერის" საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურებს ესაუბრა.

როგორც რუსული სამთავრობო მედია აღნიშნავს, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო მეთაურებისგან ანგარიშის მიღება, როგორც ხერსონის, ისე ზაპოროჟიეს მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.

მოგვიანებით, ასევე რუსულმა პროპაგანდისტულმა "რიამ" გაავრცელა ვიდეო:

https://twitter.com/rianru/status/1648194877178408961?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1648194877178408961%7Ctwgr%5E82d1569bed3fd7f57a8802508fe1ba0ca011b568%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.theguardian.com%2Fworld%2Flive%2F2023%2Fapr%2F18%2Frussia-ukraine-war-live-us-blasts-brazils-lula-over-ukraine-comments-black-sea-grain-ship-inspections-restart
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი