
"ფაქტი არის, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას ეს კომისია. ამასთან დაკავშირებით, ერთი, რომ მტკიცებულებები არ არსებობს საჯარო სივრცეში, მეორე, რომ ელჩი არ აპირებს თანამშრომლობას, მესამე - მომხსენებელს ტრიბუნიდან არაფერი კონკრეტული არ უთქვამს კორუფციასთან დაკავშირებით ამ კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებით", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა და პარლამენტში, მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კვორუმის ჩაგდებას გამოეხმაურა.
"ფაქტი არის, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას ეს კომისია. ამასთან დაკავშირებით, ერთი, რომ მტკიცებულებები არ არსებობს საჯარო სივრცეში, მეორე, რომ ელჩი არ აპირებს თანამშრომლობას, მესამე - მომხსენებელს ტრიბუნიდან არაფერი კონკრეტული არ უთქვამს კორუფციასთან დაკავშირებით ამ კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებით.
მაშინ ისმის კითხვა, თუ არც ელჩს იბარებთ, არც ის იცით, ვინ უნდა დაკითხოთ და არც ის იცით, მტკიცებულებები საიდან უნდა მოიპოვოთ, აბა, კომისია რისთვის იქმნება? ჩახედეთ 61-ე მუხლს და ნახავთ, რომ ასეთ შემთხვევაში კომისია ვერ შეიქმნება. მინდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყოს ამა და ამ სახელისა და გვარის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ამის გამო კომისიები არ იქმნება", - თქვა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კომისიის შექმნა ოპოზიციას არ უნდა არანაირი გამოძიებისთვის.
იხილეთ ასევე: