პოლონელ ექიმებზე შემოტანილია განაცხადი, მაგრამ საჭირო დოკუმენტაცია არ ახლავს - აზარაშვილი

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროში შეტანილია განაცხადი პოლონელი ექიმებისთვის მუშაობის უფლების მიცემის შესახებ, თუმცა მას თან არ ახლავს დოკუმენტაცია, რომელიც მსგავსი უფლების გაცემისთვისაა საჭირო. 

პოლონელი ექიმების დაშვებას მესამე პრეზიდენტის ოჯახი ითხოვს.

"არის განაცხადი მხოლოდ შემოტანილი, რომელიც ითხოვს აღნიშნული ექიმების გრძელვადიანად, ქვეყანაში მუშაობის უფლების გაცემას. შესაბამისი უფლების გაცემას სჭირდება დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც არც თუ ისე რთულია მოსაძიებლად, სამწუხაროდ, ეს დოკუმენტაცია მას არ ახლდა თან. სრულად პროცესს მართავს პენიტენციური სისტემა და ის კლინიკა სადაც მკურნალობას გადის", - თქვა აზარაშვილმა.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები საქართველოში. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი