მავნებლური ინიციატივაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ შედგეს - სარჯველაძე საგამოძიებო კომისიაზე

გამოქვეყნდა:

უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ  სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა მავნებლურია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის ვერ შედგეს:

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ შედგეს, რადგან ძალიან მავნებლური ინიციატივაა. ძალიან სახიფათო პრეცედენტი შეიძლება გააჩინოს, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ავკარგიანობის შესახებ ცალკეული მოსამართლეების ანგარიშვალდებულება გავაჩინოთ პარლამენტში, პოლიტიკური ხელისუფლების წინაშე მაშინ, როცა ისინი მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. სწორედ ამ მოტივებიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო ინიციატივაა. მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ინიციატივა არ განხორციელდეს, რადგან მანკიერების მეტი შეუძლებელია ამ ინიციატივამ მოიტანოს, რაც არ უნდა კეთილშობილური მოტივებით ნასაზრდოებად მიგვაჩნდეს. მე არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, რომ რაიმე ფორმით მხარი დავუჭირო ან მივეშველო ამ ინიციატივის განხორციელებას, რადგან ამ პრეცედენტის შექმნა ძალიან მანკიერი პრაქტიკის დასაწყისი იქნება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გუშინ კენჭისყრაზე ვერ გავიდა, რადგან "ქართულმა ოცნებამ" რეგისტრაცია არ გაიარა, რის გამოც, კვორუმი ვერ შედგა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი