პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ისევ ჩავარდა - კვორუმი დღესაც ვერ შედგა

გამოქვეყნდა:

პარლამენტში დღესაც ვერ უყარეს კენჭი მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. კვორუმი ისევ არ შედგა, რადგან, ისევ "ქართულმა ოცნების" დეპუტატებმა არ გაიარეს რეგისტრაცია. 

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.

"კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს, აქედან გამომდინარე, დღესაც, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას", - თქვა დღეს "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.

სქრინი პარლამენტის საიტიდან.

იგივე მოხდა გუშინდელ სხდომაზეც, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა - "მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე... ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ".

ცნობისთვის, მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი მოსამართლე - ლევან მურუსიძე, ვალერიან ცერცვაძე, ირაკლი შენგელია და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზად დეპარტამენტმა სწორედ მათი კორუფციული საქმიანობა დაასახელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი