მოიგონეს რაღაც კვოტა... როგორ შეიძლება ვიღაცამ პოლიტსაბჭოს წევრი დანიშნოს - ნაყოფია შიდაპარტიულ არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

კობა ნაყოფია ენმ-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს წევრების გადარჩევის შესახებ გადაწყვეტილება შეცდომა იყო და ამან პარტიაში კრიზისი გამოიწვია.

"პარტიის დამფუძნებელი ზურა მელიქიშვილი ისე გაუშვეს, რომ საერთოდ მიზეზიც არ დაუსახელებია არავის, ისევე, როგორც პარტიის პრესმდივანი, გიორგი პატარაია, ისევე როგორც ხათუნა ოჩიაური, ისევე როგორც ნუგზარ წიკლაური და ა.შ. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც პოლიტსაბჭოს მიღმა დარჩა, დღემდე არ ესმით რატომ მოხდა ეს. მოიგონეს რაღაც კვოტა, ეს მიუღებელია, რას ნიშნავს კვოტა, როგორ შეიძლება ვიღაც ადამიანმა პოლიტსაბჭოს წევრი დანიშნოს, ეს წარმოუდგენელი რამაა. მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ეს არის შეცდომა. ვიცით, რომ დაშვებული იყო შეცდომა, რამაც გამოიწვია კრიზისი. მე მომიწევს ამ ვითარებაში ვიყო ადამიანი, რომელსაც შესაძლოა გამოუვიდეს ამ პარტიის გადარჩენა", - თქვა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარე იანვარში გახდა. რეორგანიზაცია ჩატარდა პოლიტსაბჭოშიც. ნაწილი ამბობს, რომ ისინი თანამდებობიდან "ნიკა მელიას გუნდის წევრობის გამო" დაითხოვეს. 

როგორც დღეს, პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით 73 მუნიციპალიტეტში, ჩატარდება არჩევნები და ენმ-ის ამომრჩევლები აირჩევენ რაიონულ და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და პოლიტიკური საბჭოს წევრებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი