ნაზი ჯანეზაშვილს იუსტიციის საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრთან ერთი კითხვა აქვს - "არის თუ არა ის კლანის ერთ-ერთი წევრის ნათესავი?"
კითხვა მაქვს საბჭოს ახალ წევრთან, თამარ ღვამიჩავასთან, რომელიც პრეზიდენტმა დანიშნა, არის თუ არა ის კლანის ერთ-ერთი წევრის ნათესავი? - წერს ჯანეზაშვილი Facebook-ზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომა დღეს 15 საათზეა ჩანიშნული. სხდომა სავარაუდოდ ხმაურის ფონზე ჩაივლის.
შეგახსენებთ, რომ თამარ ღვამიჩავა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს წევრად 23 ივლისს დანიშნა. ღვამიჩავამ ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც საბჭო პოლიტიკაში წასვლის შემდეგ დატოვა.
კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს 4 წლის ვადით ირჩევენ.