ერთ-ერთი კომპანია 31 ტენდერიდანაა დისკვალიფიცირებული - ენმ წერეთელთან დაკავშირებით მერის მოადგილეებს საკრებულოში იბარებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციას კითხვები აქვთ იმ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ასრულებენ. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 28 მილიონ 400 ათასი ლარი დაჯდება, შალიკაშვილის ხიდისთვის კი 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ოპოზიციაში ამბობენ, ერთ-ერთი კომპანია "ქართული ოცნების" მსხვილი შემწირველია, მეორე კომპანიას კი მცირე მასშტაბის პროექტებზეც დარღვევები ჰქონდა. ამ საკითხთან დაკავშირები "ნაციონალური მოძრაობა" მერის მოადგილეებს საკრებულოში იბარებს.

"ამ კომპანიას, რომელმაც მოიგო ტენდერი, არსებობს სერიოზული შეკითხვები, 31 ტენდერიდან არის დისკვალიფიცირებული და ერთ-ერთი მარტივად რომ გითხრათ, ორმოულების შევსებაც კი ვერ გააკეთა ამ კომპანიამ ისე, რომ შემდეგ დისკვალიფიკაცია არ მოჰყოლოდა. არსებობს უამრავი შეკითხვა, სწორედ ამიტომ, მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს და ირაკლი ბენდელიანს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვიბარებთ საკრებულოში, ხვალ 12:00 საათზე ჩატარდება ფრაქციის სხდომა", - თქვა გოგა ონიანმა.

"ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ "მილენიუმ ბილდერს კომპანი" დიდუბის ხიდიდან სამტრედიის ქუჩამდე მონაკვეთზე შეასრულებს სამუშაოებს, რაც 8 მილიონი ჯდება. 

"აღნიშნული კომპანიის გამოცდილება და შესრულებული სამუშაოები არც თუ ისე შთამბეჭდავია, ამ პროექტზე ბევრად უფრო მარტივი პროექტები, როგორიცაა გზების ორმოული შეკეთება ბოლნისში, ხოლო თიანეთში შიდა გზების რეაბილიტაცია, ერთის ღირებულება იყო 124 000, მეორესი მილიონ თოთხმეტი ათასი, ეს პროექტები ვერ შეასრულა", - ამბობს დონაძე.

იხილეთ:

ავტორი: ნინო გიგაური. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი