შვეიცარიამ "ვაგნერის" დაჯგუფებასა და რუსულ პროპაგანდისტულ სააგენტოს RIA FAN სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

შვეიცარიამ სამხედრო კომპანია "ვაგნერის" წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA-FAN, რომლის სამეურვეო საბჭოსაც "ვაგნერის" დაჯგუფების დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს. 

ცვლილებები ძალაში 20 აპრილის 18:00 საათიდან შევიდა. 

ცნობისთვის, მანამდე ევროკავშირმა "ვაგნერისა" და რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო "RIA FAN"- ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, სადაც ნათქვამია, რომ სანქცირებული ორგანიზაციები, ძირს უთხრიან და საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი