"ამ გადაწყვეტილებით სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სასამართლოს" | მდინარაძე კვორუმის ჩაგდებაზე

გამოქვეყნდა:

"ამ გადაწყვეტილებით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საუბრობს, სადაც უმრავლესობამ საგამოძიებო კომისიის შექმნა უკვე მესამედ ჩააგდო. 

სწორედ "სოლიდარობით" ხსნიან "ქართული ოცნების" წევრები კენჭისყრის ჩაგდებას და სესიაზე, რეგისტრაციის დაწყებამდე, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. 

"ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან, შესაბამისად, დღესაც, ბუნებრივია, არ გავივლით ამ პროცედურას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი