"ქართული ოცნება" დამნაშავე მოსამართლეების დაცვას აგრძელებს. შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ისევ ჩავარდა.
მმართველი პარტიის დეპუტატებმა უკვე მესამედ უარი თქვეს რეგისტრაციაზე და კვორუმის უქონლობის გამო კენჭისყრა ისევ არ გაიმართა. ოპოზიცია ამჯერადაც სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი დარბაზში, თუმცა ნების გამოხატვის შესაძლებლობა არ მიეცა.