
"ქართული ოცნების" მტკიცებით, დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, ბიზნესი ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი.
პარტიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა და რომ 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ჰქონდა ყველაზე ხელშესახები წინსვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
"2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტი დემოკრატიული წინსვლის 11-მა წელიწადმა ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი", - წერია პარტიის განცხადებაში.
იხილეთ: