
"2023 წლის აპრილში, 2 წელიწადნახევრის შემდეგ, რაც ეს პარლამენტი შეიკრიბა ჩვენ ვხედავთ სავსე დარბაზს. ძალიან მიხარია, რომ გუშინ „მინისტრის საათზე“ ოპოზიცია მობილიზებული იყო, თავიდან ბოლომდე მოუსმინეს და კითხვებიც კი დაუსვეს მინისტრს, შესაბამისად, თუ ასე გააგრძელებენ კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის. 2024 წლის ბოლომდე კენჭისყრები ალბათ ჩატარდება, რა თქმა უნდა, და არ ვიცი როგორ მოახერხებენ ისინი 2024 წლის ბოლომდე მობილიზაციას.
- "ოცნების" დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ. ცნობისთვის, გუშინ მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა "ოცნებამ" მესამედ ჩააგდო.