პაქსაშვილს 10- დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება - პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ მალხაზ პაქსაშვილს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული 2013 წელს გაემგზავრა სირიაში, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ხსენებული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, დადგენილია, რომ  მას კავშირი ჰქონდა "ისლამური სახელმწიფოს" მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ,  მალხაზ პაქსაშვილი სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, 2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი